Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი ტექნოლოგიები ლურსმნული დამწერლობის ამოსაკითხად

keilschrift

ლურსმნული დამწერლობის ნიშნების კომპიუტერით დამუშავების შედეგები. ასოები შეფერილია, შიგ ჩახაზული სამკუთხედები მიუთითებენ რელიეფს.

ახალგაზრდა ინფორმატიკოსმა ჰუბერტ მარამ (Hubert Mara), ჰაიდელბერგიდან, შეიმუშავა ახალი ტექნოლოგიები ლურსმნული დამწერლობის ამოსაკითხად, რაშიც მიიღო სამეცნიერო პრემია საუკეთესო ნაშრომისათვის. მისი მეთოდი ეყრდნობა არქეოლოგიური ნიმუშის ზედაპირზე სამგანზომილებიან სკანირებას, რომელიც შეიძლება გაანალიზებულ იქნას მათემატიკური მეთოდებით.
არქეოლოგიური ნიმუშის ზედაპირის ამოკითხვა შეიძლება მოხდეს მაღალი გარჩევადობის სამგანზომილებიანი სტრუქტურირებული სკანერით. თუმცა ამ მეთოდით კომპიუტერული სკანირებისთვის ცნობადი სიმბოლოები ხელით უნდა გადაიწეროს (ასლი გაკეთდეს).

მარას შემუშავებული მეთოდით კომპიუტერული გამოსახულება დეტალურად მუშავდება გამოთვლითი გეომეტრიის მეთოდების გამოყენებით, რათა აღმოჩენილ იქნას ლურსმნული დამწერლობის ნაკაწრები.


ტექსტი ვრცლად ( გერმანულ ენაზე ): www.archaeologie-online.de