Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

"CAT"-ის ტიპის საგამოცდო მოდელის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის შეხვედრა მეთორმეტეკლასელებთან

17.11.2010
2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდები პირველად საქართველოში კომპიუტერის მეშვეობით,  ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა თბილისის სკოლების 200-მდე მეთორმეტეკლასელს ელექტრონული საგამოცდო ტესტის  ნიმუში წარუდგინეს და საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს. 

სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან ერთად, საგამოცდო მასალათა ბაზის შექმნაზე მუშაობს,  მასში შემავალი საკითხები, სირთულის მიხედვით, რამდენიმე (7-10) კატეგორიად იყოფა. დასაწყისში აპლიკანტს  საშუალო სირთულის საკითხები ეძლევა, გაცემული პასუხებით პროგრამა ცოდნის დონეს აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კატეგორიიდან მიეცეს აპლიკანტს შემდეგი საკითხები.

საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  გამოცდა თითოეულ საგანში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.  საგამოცდო პროცესის დამთავრებისთანავე ცნობილი გახდება  გადალახა თუ არა აპლიკანტმა კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კომპეტენციის მინიმალური  ზღვარი, რომელიც შესაძლებლობების სკალის კონკრეტული ნიშნულით გამოისახება და არა ნიშნით. კომპიუტერული პროგრამის შეფასება არ აისახება მოსწავლეს წლიური ნიშანზე, იგი დარჩება უცვლელი.

,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელის უპირატესობებია:

  • მოსწავლე საატესტატო გამოცდებს აბარებს საკუთარ სკოლაში;
  • არ არის საჭირო საგამოცდო ტესტების ბეჭდვა (საშუალოდ: 55000X8=440 000 ტესტი), ტესტების დისტრიბუცია და შენახვა ბანკის საცავებში;
  • არ არის საჭირო საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელთა კომისიების შექმნა;
  • მოსწავლე გამოცდის დამთავრებისთანავე იგებს თავის შედეგს.

საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციული შეხვედრები მეთორმეტეკლასელებთან  მომავალშიც გაიმართება, მოსწავლეები  ნებისმიერ კითხვაზე მიიღებენ ამომწურავ პასუხებს, რაც მათ გამოცდებისთვის მზადების პროცესში დაეხმარებათ.


 

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]