Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პოლ მაკარტნი 42 წლის წინ


11:21 20.11.2010
[presa.ge]

1968 წელი, “ბითლზმა“ The White Album დაასრულა. ალბომის გამოსვლის შემდეგ, პოლ მაკარტნიმ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო Luxembourg-ს. ამ ინტერვიუში, მან ახალი ალბომის თვითოეულ ტრეკზე ისაუბრა.
რადიოინტერვიუ (რომელიც 1968 წლის 20 ნოემბერს, ანუ ზუსტად 42 წლის წინ ჩაწერეს) The White Album-ის დიდ ბრიტანეთში ოფიციალური გამოცემიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ გავიდა ეთერში.
მიუხედავად იმისა, რომ მაკარტნის ინტერვიუდან 40 წელზე მეტი გავიდა, ვფიქრობთ, რომ “ბითლზის“ და საერთოდ, როკ–ენ–როლის მოყვარულ ქართველ მსმენელს დააინტერესებს, თუ რას ფიქრობდა ახალგაზრდა მაკარტნი თავის ჯგუფზე, პარტნიორებზე და საერთოდ, მუსიკაზე...
– პოლ, ზოგადად ალბომზე რას იტყოდი?
– რა გინდა რომ მასზე ვთქვა?
–  სიმღერებმა, შესაძლოა, ზოგიერთი გააკვირვა, რადგანაც ბევრი მოელოდა, რომ ალბომი Sgt Pepper-ის ერთგვარი გაგრძელება იქნებოდა. კიდევ ერთი წინგადგმული ნაბიჯი.
– არის კიდეც წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა იმგავრი არა, როგორსაც ხალხი მოელოდა. Sgt Pepper-ში იმდენი ინსტრუმენტი გვქონდა გამოყებული, როგორც არც ერთ სხვა ალბომში. ასეთი რაოდენობის ორკესტრული ელემენტები არასდროს არ გვქონია. მაგრამ აჟამად აღარ მოვისურვეთ, ზღვარს გადავსულიყავით, და შევეცადეთ დაგვეკრა როგორც ბენდს - მხოლოდ აუცილებელი ინსტრუმენტების გამოყენებით, და გართობის მიზნით არ ჩაგვირთავს სხვადასხვა ინსტრუმენტები.
– ეს იმ მოსაზრებით ხომ არ გააკეთეთ, რომ ცოცხლად გამოსვლა შეგძლებოდათ?
სრულად:presa.ge