კამერა, რომელიც სახიფათო მოსახვევშიც ხედავს
ლაზერის გამოსხივება აირეკლება ზედაპირზე და შემდეგ საწყის წერტილს უბრუნდება. ამგვარად ის სივრცის 3D-ში რეკონსტრუირებას ახერხებს.
იმისათვის, რომ დაინახოთ, რა არის ოთახში, გამოიყენეთ ოდნავ შეღებული კარი სარკესავით: ეს არის Massachusetts Institute of Technology (MIT, Boston)-ის ოპტიკური კვლევის სპეციალისტის რამეშ რასკარის (Ramesh Raskar) მიერ გამოგონებული კამერის პრინციპი. პრინციპი? კამერა იყენებს არა ხილვად სინათლეს, არამედ ულტრა-მოკლე ლაზერულ გამოსხივებას (ფემტოწამების თანმიმდევრობით: 10 სიმძლავრე - 15 წმ) მაღალი ინტენსივობით. ამგვარად გამოშვებულ ფოტონებს შეუძლიათ გადალახონ მყარი ზედაპირი, სანამ საწყის წერტილს დაუბრუნდებიან, თანაც იმავე ტრაექტორიით.სენსორებს შეუძლიათ პიკოწამებში (10 სიმძლავრე - 12 წმ) მიღებული სინათლის გაანალიზება, კამერასთან მიერთებული კომპიუტერი კი აანალიზებს ყოველი ფოტონის დაგვიანებას, რათა მისი კურსის რეკონსტრუირება მოახერხოს. ამგვარად, გავლილი სივრცე რეკონსტრუირდება 3D-ში, ჩნდება ყველა გზად არსებული წინააღმდეგობა თუ საგანი, რომელიც არ ჩანს პირდაპირ მხედველობის არეში. ასეთ კამერას შეუძლია აღმოაჩინოს, მაგალითად, ადამიანი კვამლმოდებულ შენობაში (თუკი, რა თქმა უნდა, კარებები ღია იქნება...), ასევე ,მანქანის შესვლა სახიფათო მოსახვევში, ან თუნდაც ნაწლავის ნაკეცებში ჩამალული პოლიპი...
სამხედროები უეჭველად დაინტერესდებიან ამ კამერით, რომელიც კუთხეებშიც ხედავს.
ტექსტი ფრანგულ ენაზე:
http://nouvellestechnos.science-et-vie.com/22/11/2010/la-camera-qui-voit-dans-les-angles-morts/- Login to post comments