ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში | ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში | ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში |
კონკურსი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთათვის
ბოლო ვადა : 10-02-2011
ფონდი ”საერთაშორისო განათლების ცენტრი” და ღია საზოგადოების ინსტიტუტი (ნიუ იორკი) აცხადებენ
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონკურსს
http://www.soros.org/initiatives/..
ამ კონკურსში გამარჯვებულებს შესაძლებლობა ეძლევათ გაატარონ ერთი სემესტრი ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ერთი სემესტრი საკუთარ ქვეყანაში (სამი წლის განმავლობაში). ამ პერიოდში საშუალება აქვთ გაეცნონ თანამედროვე მიდგომებს შესაბამის სპეციალობებში და განავითარონ რეგიონალური და საერთაშორისო ინსტიტუციონალური პარტნიორობა
განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
1. ამჟამად უნდა ასწავლიდნენ შემდეგ საგნებს საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებში:
- ხელოვნების ისტორია, კულტურული ანთროპოლოგია, ისტორია, სამართალი, ფილოსოფია, პოლიტიკური მეცნიერებები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, რელიგია, სოციოლოგია, სოციალური სამუშაო (Social Work)
2. უნდა ჰქონდეთ სანიმუშო აკადემიური მოსწრება (საბუთებს თან უნდა ახლდეს დიპლომის დანართი)
3. კარგად ფლობდნენ ინგლისურ ენას
პროგრამა არ ითვალისწინებს გამარჯვებულთა ოჯახის წევრების დაფინანსებას
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 10 თებერვალი, 2011
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ფონდი ”საერთაშორისო განათლების ცენტრი”. ჭოველიძის ქ. 10 . ტელ: 25 26 15.
. [განცხადებები ; სასწავლო პროგრამები : საიტიდან edu-guide.ge]
- Irakli-ს ბლოგი
- კომენტარების გამოსაქვეყნებლად საჭიროა შესვლა ან დარეგისტრირება