სადისკუსიო კლუბი
საზოგადოებაში დაგროვდა ბევრი საინტერესო და აქტუალური თემა. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შეიქმნა სადისკუსიო კლუბი. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი დაინტერესებული ადამიანების შეკრებას და მსჯელობას სხვადასხვა საინტერესო თემებზე. კლუბი გამართავს დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და კონფერენციებს სხვადასხვა თემებზე, რასაც დაესწრებიან ექსპერტები, ლექტორები, სტუდენტები და სხვადასხვა მოწვეული სტუმრები. დარბაზში აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს სემინარი. შესაძლებელია სასურველი თემის მოწოდება.
- Login to post comments