საბავშვო პოეზიის საღამო უფროსებისთვის
2010 წელი 26 დეკემბერი კვირა
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი
კავშირ - პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" მუდმივმოქმედი "ლიტერატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა
საბავშვო პოეზიის საღამო უფროსებისთვის
დავბრუნდეთ ბავშვობაში, ყველაზე ლამაზ წლებში, გავხდეთ ყველანი პატარები, დავივიწყოთ დიდობა და დეპრესიები...
საბავშვო ლექსებს წაიკითხავენ: გივი ჩიღვინაძე, ვასილ გულეური, ლელა ცუცქირიძე, ნათია ჯანაშია, ია მშვიდობაძე და სხვა საბავშვო ავტორები...
დასაწყისი: 15 საათი და 00 წუთი
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N 1, კორპ. 4 (მეტრო "პოლიტექნიკური", სპორტის სასახლიდან მარჯვნისაკენ...)
დასწრება თავისუფალია
(ოღონდ გარკვეული წინაპირობით - აუცილებელია, თან იქონიოთ ფერადი ბუშტები!..)