Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ევროპა: ცივი ფაზა გლობალური დათბობის პერიოდში

3024280686-europe-une-phase-froide-dans-le-rechauffement-global

ექსპერტთა აზრით, ევროპაში დაფიქსირებული ხანგრძლივი ცივი ტალღა შეიძლება დაკავშირებული იყოს გლობალური კლიმატური დათბობის ფონზე დროებით აცივებასთან. ეს ცივი ფაზა შეიძლება 5-10 წელიც კი გაგრძელდეს.

ევროპის ცივი ზამთრები და ცხელი ზაფხულები  ჩრდილო ატლანტიკური ცვალებადობის, კერძოდ კი აზორის ანტიციკლონის მაღალ და ისლანდიის დაბალ წნევებს შორის განსხვავების შედეგია. ასეთი ჰიპოტეზა წამოაყენა პროფესორმა დავიდ კინგმა (David King), ბრიტანეთის მთავრობის ძველმა სამეცნიერო მრჩეველმა. „ასეთი ცვალებადობის სიხშირე არასისტემურია, ამიტომ რთულია მისი წინასწარ განსაზღვრა, თუმცა უკანასკნელად  წნევის ვარდნის რეჟიმის ასეთი ტიპი 1960 წელს დაფიქსირდა“,- გაიხსენა მან BBC-ზე და დაამატა: „იმ დროს ეს გაგრძელდა 5-დან 10 წლამდე, ექსტრემალურად ცივი ზამთრებით და ცხელი ზაფხულებით და თუ დღესაც ასეთი ტიპის პერიოდი დაგვიდგა, ჩემი რჩევაა, მოვემზადოთ ამისათვის“.

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://fr.news.yahoo.com/68/20101221/tsc-europe-une-phase-froide-dans-le-rcha-04aaa9b.html