Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine
21-ე საუკუნის სამეცნიერო ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების საცავი და არც მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლებისა და მსჯელობის სივრცეა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

u3nln

მახარობლიძე, თამარ. ლინგვისტური წერილები III = Makharoblidze, Tamar. Linguistuc Papers III / ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნივერსიტეტი; არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი; რედ. ა. არაბული. - თბ., 2016. – 443 გვ.

ISBN978-9941-511-8  

წიგნში განხილულია ქართული ჟესტური ანბანი, ჟესტური ენის, ტერმინოლოგიის, კომუნიკაციის და სხვა ამ საკითხთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები.      

წარმოგიდგენთ რამოდენიმე მნიშვნელოვან თემას სარჩევიდან: ქართული დაქლიტური ანბანი, საქართველოში მცხოვრები ყრუთა თემის იდენტობის საკითხები, ვერსიის კატეგორია ქართულ ჟესტურ ენაში, ქართული ჟესტური ენის დოკუმენტირების შესახებ, პირის კატეგორია და პოლიპერსონალიზმი, ქართული ჟესტური ენის ელექტრონული ლექსიკონი, ტერმინთა პრობლემა ქართულ ჟესტურ ენაში და მრავალი სხვა,

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

nmvow

აღრაძე, მურთაზ. საბანკო საინფორმაციო სისტემები / ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნივერსიტეტი; რედ. დ. სიჭინავა. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა,  2016. – 274  გვ.

ISBN978-9941-13-532-3

 

წიგნში განხილულია: საბანკო სფეროში კომპიუტერის დანერგვის ეტაპები, საბანკო საინფორმაციო სისტემების ინფორმაციული უზრუნველყოფა, ტექნიკური საშუალებები, ბანკის ავტომატიზებული სამუშაო ადგილის სტრუქტურა და მათი კავშირი ბანკის საინფორმაციო სისტემებთან აგრეთვე სხვა საბანკო სტრუქტურასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

წიგნი განკუთვნილია როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის და ფინანსებისა და საბანკო საქმის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის, ასევე ბაკში მომუშავე პერსონალისათვის.

წიგნს ერთვის საგნობრივი საძიებელი და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

57blp
ხუბაშვილი, ია (ლეილა). იეზუიტების ორდენი = Khubashvili, Ia (Leila) Society of Jesus = Chubashvili Ia (Leila) La Compagnia di Gesù / რედ. მ. პაპაშვილი. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა,  2016. – 429 გვ.

ISBN978-9941-10-163-2(2009)

ISBN978-9941-13-520-0

 

ნაშრომში განხილულია სასულიერო ორდენებს შორის ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაციის - იესოს საზოგადოების (იეზუიტთა ორდენის) გენეზისი და ევოლუცია, მისი საქმიანობის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც ევროპის ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

იესოს საზოგადოებამ ტრიდენტის კრებიდან დაწყებული თავისი ბედი პაპობას დაუკავშირა, ორდენი ჩამოყალიბდა, როგორც ეკლესია ეკლესიის წიაღში თავისი პაპით, მიტროპოლიტებით, ტაძრებით და ა.შ.  ორდენმა თავისი არსებობის მანძილზე უდიდესი როლი შეასრულა არა მარტო მეცნიერების, კულტურულ-საგანმანათლებლო და მისიონერულ საქმიანობაში, არამედ პოლიტიკის სფეროშიც და დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.

ამის ნათელი მაგალითია პაპობის ორიათასწლიანი ისტორიის ერთერთი თვალსაჩინო და გამორჩეული ფიგურა, პირველი გამორჩეული პაპი ხორხე მარიო ბერგოლიო, რომელიც 2013 წლის 13 მარტს ტახტზე ავიდა ფრანცისკ პირველის სახელით. მან უკვე წარმატებით შეცვალა ვატიკანის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

hby9m
გოგოლაშვილი, გიორგი. დედაუნივერსიტეტის ძნელბედობის ჟამი (2004-2013) / ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნივერსიტეტი; არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი; რედ. ა. არაბული. - თბ., 2016. – 316 გვ.

ISBN978-9941-13-531-6


ეს არის მოგონებათა წიგნი. წარმოდგენილია მასალები უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენათა პარალელურად გამოქვეყნებული კრებულებიდან. ავტორი ამ ყოველივეს აღიქვამს როგორც ტკივილიან ისტორიას, რომელიც უნივერსიტეტს 2004 წლიდან დაუდგა.

წიგნი ოთხი ნაწილისაგან შედგება: 2005-2013 წწ გამოქვეყნებული ფაქტები, „საუნივერსიტეტო დარბაზის“ საქმიანობის ამსახველი ძირითადი პუბლიკაციები, „ბოლონიის პროცესის“ შესახებ იმჟამად გამოქვეყნებული რამდენიმე ავტორის საინტერესო წერილი,

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

jxtjt

წიფურია, ლელა. ქართული პროზის ინტერპრეტაცია აუდიოვიზუალურ ხელოვნებაში. მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებების საფუძველზე / ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახლმწ. უნ-ტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწ.-სამეცნ. ინსტიტუტი; ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტი; რედ. ი. რატიანი. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა,  2016. – 208 გვ.

ISBN 978-9941-13-510-1


ნაშრომში განხილულია მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებების მიხედვით თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში განხორციელებული დრამები. აქ გაანალიზებულია ყველა საეტაპო დადგმა.

პროზის ინტერპრეტაცია აუდიოვიზუალურ ხელოვნებაში სინთეზურ ხელოვნების ღრმა ცოდნას მოითხოვს. აუდიოვიზუალური ნაწარმოებები შედგება თანმიმდევრული გამოსახულებისაგან ხმის თანხლებით და ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას, რაც შემდგომში მხედველობით ან სმენით აღიქმება. სწორედ ასეთ ტექსტად ტრანსფორმირდა ქართულ ხელოვნებაში მიხეილ ჯავახიშვილის პირველი ეპოქალური ქმნილებები და ამის შესახებ მოგვითხრობს ავტორი ამ წიგნში.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

8yx9i
ციციშვილი, გიორგი. დიდი ტერორი და ივანე ჯავახიშვილი (1937-1938) / ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნივერსიტეტი; რედ. მ. ვაჩნაძე. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა,  2016. – 228 გვ.

ISBN878-9941-13-502-6


წიგნში მოთხრობილია, თუ რა პერიპეტიები გადახდათ თავს ივანე ჯავახიშვილსა და მის თანამოაზრეებს 1937-1938 წლების დიდი ტერორის დროს. აქვე პირველად ქვეყნდება ჩეკისტების მიერ შეთითხნილი მომაკვდინებელი ბრალდებები. გაანალიზებულია ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო-პედაგოგიური და პოლიტიკური ცხოვრების ისტორია, როგორც სამშობლოსათვის თავდადების საუკეთესო მაგალითი.

წიგნს ახლავს ვრცელი ნუსხა გამოყენებული პუბლიკაციებიდან, კრებულებიდან, გაზეთებიდან და საარქივო წყაროებიდან. 



ელექტრონული რესურსები და მეცნიერული კვლევის ხარისხის გაუმჯობესება

21/09/2016 - 14:00
21/09/2016 - 16:00
Etc/GMT+4
2016 წლის 21 სექტემბერს, 14:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართება პრეზენტაცია თემაზე: "სრული ტექსტის სამეცნიერო მონაცემთა ბაზები, ელექტრონული რესურსები და მეცნიერული კვლევის ხარისხის გაუმჯობესება."

თანამედროვე ტექნოლოგიები პრაქტიკაში

20/09/2016 - 15:00
20/09/2016 - 17:00
Etc/GMT+4
20 სექტემბერს 15:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერი ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება მასტერკლასი თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები პრაქტიკაში“. მასტერკლასი განკუთვნილია, თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. პროექტის მონაწილეები, თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც მიიღებენ. 
ინფოარხების ცნობების შეკრება