Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine
21-ე საუკუნის სამეცნიერო ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების საცავი და არც მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლებისა და მსჯელობის სივრცეა.

ვეფხისტყაოსნის უნიკალური კოლექციის გამოფენა

19/09/2016 - 12:00
25/09/2016 - 17:00
Etc/GMT+4
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ვეფხისტყაოსნის უნიკალური წიგნების“ გამოფენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. 19 სექტემბერს 12:00 საათზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაიხსნება „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი  და მსოფლიოს ხალხთა ენებზე ნათარგმნი გამოცემების გამოფენა. ბიბლიოთეკაში დაცულია: ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, არაბულ, იაპონურ, ჩინურ, იტალიურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, მონღოლურ, აფხაზურ, ოსურ, მეგრულ, უზბეკურ, მოლდოვურ, ადიღეურ, რუსულ, ტაჯიკურ, ესტონურ, ლიტვურ, ბულგარულ, პოლონურ, ებრაულ ენებზე გამოცემული ვეფხისტყაოსნები.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

nkz2u

საქართველოს ილუსტრირებული ისტორია / პროექტის ხელმძღვანელი ჯ. სამუშია; რედ. ლ. იოსებაძე. - თბ. : პალიტრა L, 2014

 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

md81h

ჯაფარიძე, გოჩა. საქართველო და ეგვიპტის მამლუქები = Georgia and Mamluks of Egypt / ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნივერსიტეტი. - თბ., 2016. – 308 გვ., ISBN 978-9941-0-8928-2

ნაშრომი ეძღვნება საქართველოსა და ეგვიპტის ქართული წარმოშობის მამლუქთა ურთიერთობის ისტორიას 1250-იანი წლებიდან XIX ს-ის დასაწყისამდე. წიგნი შექმნილია მრავალრიცხოვან ქართულ, აღმოსავლურ და ევროპულ ნარატიულ წყაროებსა და დოკუმენტური მასალებზე დაყრდნობით. დიდი ყურადღება ეთმობა ქართველების დაწინაურებას ოსმალთა ეგვიპტის სამხედრო პოლიტიკურ ასპარეზზე.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

s1iit

ილია ზდანევიჩი : დღიურები. ავანგარდი (1900-1937) = Ilia Zdanevich : Diaries. Avant-Garde (1900-1937) / შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი. - თბ., 2016. – 178 გვ.

ISBN 978-9941-946806

ილია ზდანევიჩი გამორჩეული რენესანსული უნივერსალიზმით, ერთდროულად იყო ფუტურისტი, ლირიკული ლექსების ავტორი, ზაუმური პოეზიის აპოლოგეტი და თეორეტიკოსი, შუა საუკუნეების ხელოვნების მკვლევარი, რომანისტი, ფილოსოფოსი ... და კიდევ სხვა მრავალი სფეროს გამორჩეული ფიგურა. 

წიგნს წინ უძღვის ილია ზდანევიჩის დღიურების ჩანაწერები და ასევე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ნანა შერვაშიძის ვრცელი მონოგრაფია - ავანგარდი : დრო... პერსონები... არტეფაქტები... ქართულ და ინგლისურ ენაზე, რაც თავად ამ წიგნზე დაწერილი ნარატივია. 

წიგნი წარმოადგენს გამოფენის კატალოგს, რომელმაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული ავანგარდული ხელოვნების ნიმუშები წარმოგვიდგინა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

i7fqi
ჯაფარიძე, ო. საბჭოთა საქართველოში განვლილი წლები : არქეოლოგის მოგონებები / საქართველოს ეროვნული მუზეუმი. - თბ., 2016. – 191 გვ. 
ISBN 9781565812314

ავტორი იგონებს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ქრონოლოგიურ მოვლენებს. ოთარ ჯაფარიძე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილებაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა არქეოლოგიის კათედრას და 2004 წლიდან კი უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრია. აგრეთვე 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის მრჩეველადაც აირჩიეს. იგი არაერთ არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა და ძირითადად საქართველოს ისტორიის უადრეს ეპოქებს იკვლევდა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართველი ერის ადრეული ეთნოგენეზისის კვლევის საქმეში.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

7suie

თენგიზ ქართველიშვილი. მოგონება ძველ თბილისზე : ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი, პლაკატი  = Tengiz Kartvelishvili. Memory About Old Tiflis : Paintings, Graphics, Collage, Posters / ტექსტის ავტ. და რედ. ნ. ნადარაია. - თბ.: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 2016. – 147 გვ. 

ISBN 978-9941-938085
წიგნის შესავალ ნაწილში წარმოდგენილია  გრაფიკოსის, პლაკატისტის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ფერმწერისა და ექსპოზიციონერის თენგიზ ქართველიშვილის ბიოგრაფიული შტრიხები. მხატვრის შემოქმედებითი მოღვაწეობა XX საუკუნის სახვითი ხელოვნების გზას უკავშირდება. ამ ეპოქის პოლიტიკურ-იდეოლოგიური დაკვეთა და სოცრეალიზმი მხატვრულ-გამომსახველობითი თვალსაზრისით პიროვნების ინდივიდუალურობას თავისებურად წარმოაჩენს.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

hsflq
ლაზები და ლაზეთი თურქეთის გამოცემებში / ნატო ახალაია, წათე ბაწაში, გურამ ლორთქიფანიძე, ქეთევან ლორთქიფანიძე, ომარ მემიშიში, ზეზვა ქავთარაძე. - თბ., 2015. – 882 გვ. : 8 ტაბ., ილ. 
ISBN 978-9941-0-7704-3

წიგნში წარმოდგენილია ლაზურ კულტურასთან, ენასა და ისტორიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვანი წყაროები; ლაზური ზეპირსიტყვიერება; პერიოდიკა და ლაზურ თემატიკაზე დაბეჭდილი ყველანაირი მასალის ანოტირებული ბიბლიოგრაფია.  
ლაზურ ენობრივ-კულტურულ სივრცეში გარკვეული სახით იქმნება სამეცნიერო თუ სამეცნიერო პოპულარული სახის პროდუქცია. აქვე იკვეთება ლაზების ეთნიკური იდენტობის კულტურა. ეს მონოგრაფია არის ქართველოლოგიის ისტორიაში პირველი ნაშრომი.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

t9gzs

ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა - ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. - თბ., 2015. - გვ. 166. 

ISBN: 978-9941-0-8408-9


კრებული „ანტიგენდერული მოძრაობების აღმასვლა: ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში” შედგენილია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ბერლინში ჩატარებული საერთაშორისო გენდერული კონფერენციის მასალების მიხედვით. ეს მასალები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში, სომხეთში, ბელარუსში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში, პოლონეთში, რუსეთში, სერბეთში, სლოვაკეთსა და უკრაინაში ერთმანეთის მსგავსი თუ განსხვავებული საზოგადოებრივი, კულტურული და პოლიტიკური პროცესების ტენდენციების ანალიზისთვის.

ინფოარხების ცნობების შეკრება