Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

21-ე საუკუნის სამეცნიერო ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების საცავი და არც მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლებისა და მსჯელობის სივრცეა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

oj817

ქაზემზადე, ფირუზ. ბრძოლა ამიერკავკასიისთვის:1917-1921 / წინასიტყვაობა მ. კარპოვიჩისა; წინასიტყვაობა ქართული გამოცემისათვის ლ. ბაქრაძისა; მთარგმ. ქ. ქანთარია; მეცნ. რედ. გ. მამულია. -თბ.: პოეზია, 2016. – 427 გვ.

ISBN 978-9941- 0-8701- 1

წიგნი ეხება საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურ ისტორიას, ამ ქვეყნების მიერ 1918 წლის მაისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1920-1921 წლებში ბოლშევიკური რუსეთის მიერ მათ ხელახალ შთანთქვა-ანექსიამდე. 1950-იან წლებში გამოქვეყნებული ეს შრომა წარმოადგენს დასავლურ ისტორიოგრაფიაში პირველ ცდას კომპლექსურად შეისწავლოს ხსენებული საკითხი იმ დროს ხელმისაწვდომი ლიტერატურის და წყაროთა კრიტიკული ანალიზის საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომში განხილული მოვლენები ნაჩვენებია რეგიონულ კონტექსტში. ქაზემზადეს შრომა დღემდე ითვლება  ერთ-ერთ მთავარ და ფუნდამენტალურ გამოკვლევად სამხრეთ კავკასიის ხალხთა პოლიტიკური ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის შესახებ.
წიგნს თან ახლავს ფოტომასალა.


ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

e6ijw

იუნგი, კარლ  გუსტავ. მეტამორფოზის სიმბოლოები / მთარგმ. მ. ბადრიძე. - თბ.: დიოგენე, 2017. – 622 გვ.

ISBN  978-9941- 11-530- 1

დიდი შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში. ამ თხზულებაში ჩამოყალიებებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია კი არა, ზოგადი ფსიქიკური ენერგიაა, რომლის სექსუალური ასპექტები მეორეხარისხოვან როლს თამაშობს.
„მეტამორფოზის სიმბოლოებში“ იუნგი ავითარებს მოძღვრებას კოლექტიური არაცნობიერის, როგორც ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკის, მათ შორის - მითებისა და სიზმრების - წყაროს შესახებ. აქვე დაწვრილებითაა განხილული ლიბიდოს გამოვლინებები რელიგიურ ტექსტებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში


ssvlk  h4z6x

ლეკვეიშვილი, მზია. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი (წიგნი I) / მ. ლეკვეიშვილი, ნ. თოდუა, გ. მამულაშვილი; რედ. გ. მამულაშვილი. - თბ.: მერიდიანი, 2016. – 752 გვ.

ISBN  978-9941-10- 044 - 4 (ტომეული)
ISBN  978-9941- 25-262- 4 (I ტომი)

ლეკვეიშვილი, მზია. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი (წიგნი II) / მ. ლეკვეიშვილი, ნ. თოდუა, გ. მამულაშვილი; რედ. გ. მამულაშვილი. - თბ.: მერიდიანი, 2017. – 624 გვ.
ISBN  978-9941-10- 087 - 1 (ორტომეული)
ISBN  978-9941- 25-301- 0 (II ტომი, გადამუშავებული გამოცემა)

წინამდებარე წიგნი საქართველოს სისხლის სამართლის კერძო ნაწილის სახელმძღვანელოს წარმოადგენს. I ტომი მოიცავს ადამიანის საწინააღმდეგო, ეკონომიკურსა და საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს (ნარკოტიკულ დანაშაულამდე). ხოლო, II ტომი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ნარკოტიკული, სატრანსპორტო, კიბერნეტიკული, ეკოლოგიური დანაშაული, სახელმწიფო დანაშაული, სასამართლო ხელისუფლების საწინააღმდეგო დანაშაული, სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაული (ზოგადი დახასიათება) და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

3gmtl

საქართველო ანგელოზის თვალით = Georgia in the Eyes of an Angel = Грузия глазами ангела =  Gruzija angelo akimis / ფოტოს ავტ. ვინგაუდას ვასილიაუსკასი – Leidėjas: Šilumos energija, [2017]. - [142 გვ.]

ISBN 978-609-95486-8-5

ეს არის ლიტვუტრი ენისა და კულტურის ცენტრისა და ცნობილ ფოტოხელოვან ვინგაუდას ვასილიაუსკასის ერთობლივი პროექტი წამძღვრებით - „ალბათ აქ ცხოვრობენ ანგელოზები“; ალბომი, რომელიც საქართველოს „მეცხრე ციდან“ დაგვანახებს.  
აქ თავმოყრილი ფოტოები საქართველოს ულამაზეს ბუნებას, კულტურას, არქიტექტურულ ძეგლებსა და ჩიტის ფრენით გადაღებულ ხედებს აღწერს. ალბომი ოთხენოვანია, ფოტოების კომენტარები მოამზადეს ლიტვის განათლების მეცნიერების უნივერსიტეტის ლიტვური ენათმეცნიერებისა და კომუნიკაციის კათედრის პროფესორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ვიდას კავალიაუსკასმა და ივანე ჯავახიშვილის სახეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ქეთევან გოჩიტაშვილმა.
ალბომში თავმოყრილია სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების უნიკალური ხედები:

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

gq9fj

როგავა, ზვიად. საგადასახადო სამართალი : დამხმარე სახელმძღვანელო = Tax Law. წგ. III / რედ. მ. კოპალეიშვილი. - თბ.: იურისტების სამყარო, 2017. – 438 გვ. 

ISBN 978-9941-9512-3-7

სახელმძღვანელოში განხილულია საქართველოში მოქმედი საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, გაანალიზებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინსტრუქციები, აგრეთვე საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინსტრუქციული და მეთოდური მასალა, მითითებები და კომენტარები. თითოეულ გადასახადზე განხილულია მისი ელემენტები და ძირითადი ნორმატიული აქტები. 
წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი კომპეტენტური ორგანოების მიერ შემუშავებული კონკრეტული სიტუაციური მაგალითები და გრაფიკული ჩანაწერები, უფრო კომპაქტურად გადმოგვცემს საქართველოში მოქმედ მთელ რიგ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს და ამავდროულად აადვილებს სასწავლო კურსის შესწავლას. 
წიგნის ძირითადი ნაწილი აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

a0drh

შენგელია, რომან. საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი / რ. შენგელია, ე. შენგელია; რედ.: ჯ. ხეცურიანი, ლ. ჭანტურია. - თბ.: მერიდიანი, 2017. – 496 გვ. 

ISBN 978-9941-25-121-4
ISBN 978-9941-25-314-0

საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალის საკითხების გაერთიანება მათ შორის არსებული შინაარსობრივი და ლოგიკური კავშირითაცაა განპირობებული.  საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი სამოქალაქო სამართლის, როგორც დამოუკიდებელი დარგის შემადგენელი ნაწილია. 
სამოქალაქო კანონმდებლობში უკანასკნელ პერიოდში შეტანილმა არსებითი ხასიათის ცვლილებებმა და შესაბამისი ლიტერატურის იშვიათობამ დღის წესრიგში დააყენა საოჯახო და მემკვიდრეობის სამართლის ახალი სასწავლო წიგნის შექმნის აუცილებლობა. მიმდინარე ნაშრომში განხილულია ოჯახთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული თითქმის ყველა სამართლებრივი საკითხი.
წიგნს ახლავს დანართები:

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

2iea9

Teteriatnikov, Natalia B. Justinianic Mosaics of Hagia Sophia and Their Aftermath. – Washington: Dumbarton Oaks Research Library and Collection, 2017. – 355 p.: ill.
 ISBN: 9780884024231 

კონსტანტინოპოლის არქიტექტურული ძეგლი აია სოფიას საკათედრო ტაძარის ნაგებობა თითქმის იმავე სახით არის შემორჩენილი, თუმცა მისი მოზაიკური ფრესკების მხოლოდ მცირე ნაწილია პირვანდელი იერით შემონახული. ავტორი განიხილავს პირველად ფრესკებს და მიწისძვრის შემდგომდროინდელ (558 წ.) სახეშეცვლილ ანალოგიას. ავტორი აანალიზებს იუსტინიანური მოზაიკის მატერიალურ და დეკორატულ კომპონენტებს. იგი განიხილავს როგორც არქიტექტურულ და თეოლოგიურ ესთეტიკას, ისევე იმ სოციალურ პირობებს, რამაც გამოიწვია გამორჩეული, არაიკონიკური მოზაიკის პროგრამის წარმოება.
ეს წიგნი რეალურად ინახავს გადარჩენილ მტკიცებულებათა მთლიან ინფორმაციას და ფაქტიურად მსოფლიოს თქვენთვის ხელმისაწვდომად ხდის.
წიგნს ახლავს ფერადი ილუსტრაციები, ბიბლიოგრაფია (გვ. 331-345) და სახელთა საძიებელი

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

ys8e2

დუნდუა, თედო. საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის ნარკვევები. - თბ.: მერიდიანი,  2017. – 308 გვ.: ილ.
ISBN 978-9941-25-348-5

წინამდებარე  წიგნი  წარმოადგენს მონოგრაფიას საქართველოს ისტორიის შესახებ, რომლის ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს ძვ. წ. XV- ახ. წ. III საუკუნეებს. წიგნი განკუთვნილია ისტორიკოსების, სტუდენტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის. ნაშრომში წარმოდგენილია ილუსტრაციები და რუკები. ასევე ერთვის რეზიუმე, ინგლისურ ენაზე. 
ინფოარხების ცნობების შეკრება